ახალი ამბები

რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს.

ჰუმანიტარული დერეფნები დღეს მოსკოვის დროით 10:00 საათზე ქალაქ მარიუპოლთან და ვოლნოვახთან გაიხსნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დერეფნები გაიხსნება, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვოს ქალაქები და ეს შეთანხმებულია უკრაინის ხელისუფლებასთან.