ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთში ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის ფორუმი გაიმართა

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა, ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებში, World Vision in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, კაჭრეთში „ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის“ ფორუმი გამართა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული უწყებების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის საქმიანობების წარდგენა და მათ შორის ეფექტური კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა.

ფორუმზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების პროცესზე მუნიციპალიტეტებში და ამ პროცესში მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

„ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის“ ფორუმი კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის ჯგუფის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა.