ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ, მოქალაქე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა 1,7 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი ოქმი.

ქალაქ ახმეტაში, მოქალაქე 16 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას ახდენდა. მძღოლი არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, მოახერხა გაქცევა და ავტომობილის მორებისგან დაცლა.

ვინაიდან აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.