გურჯაანის მერს ხელფასი 5 000 ლარამდე გაუზარდეს – ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა
ფორსირებულ რეჟიმში მიიღო მთავარი ფინანსური დოკუმენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები დაესწრნენ და 28 ხმით 0- ის წინააღმდეგ, მთავარ პრიორიტეტად, მომავალი წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა დაასახელეს.
ხელფასებისთვის მათ დამატებით 500 000 ლარი გაწერა. გურჯაანის მერს 2022 წლიდან 2 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი ექნება.
ოპოზიციას პროტესტის ნიშნად განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. მათი თქმით, დოკუმენტი არალეგიტიმურმა ორგანომ დაამტკიცა.