სიცოცხლისთვის საშიში, შემოდგომის თანმდევი მავნე ჩვევა – ბლოგი
შემოდგომა წელიწადის ერთ-ერთი ულამაზესი დროა. ამ დროს სამყარო ფერადდება და ეს მრავალფეროვნებაც სწორედაც, რომ ულამაზესი, ნაირ-ნაირი და ფერადი ფოთლების დამსახურებაა.
თუმცა, მოსახლეობაში გავრცელდბული მავნე ჩვევის გამო ამ ფოთლებს გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებაც შეუძლია. კახეთში ხშირად შეხვდებით გორებად მოგროვებულ ფოთლებს, რომელიც გამზადებულია დასაწვავად. სწორედ ამ მავნე ჩვევას შეუძლია სავალალო შედეგამდე მისვლა.
გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტების ინფორმაციით, ფოთლების წვისას გამოიყოფა კანცეროგენული ნივთიერებები, რომელიც ჯერ ჰაერში ხვდება, შემდეგ კი წვიმის გზით – ნიადაგში. შესაბამისად, ბინძურდება ჰაერიც და ნიადაგიც. მისი სუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით დაწესებულია სანქცია, კანონში მითითებულია, რომ ფოთლების დაწვა, თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, 200- 500-მდე ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
წვისაგან მიღებულ ნივთიერებას, რომელსაც სმოგი (ბოლისა და ჭვარტლისგან წარმოქმნილი შავი, სქელი ნისლი) ეწოდება, შეუძლია ადამიანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. კერძოდ კი ბრონქიალური ასთმა, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფილტვებისა და ყელის კიბო. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ორგანიზმისთვის სმოგი 6-ჯერ უფრო სახიფათოა.
გარემოს დაბინძურების საკითხი გლობალური პრობლემაა და ეს გამოწვეულია თქვენთვის ცნობილი/უცნობი უამრავი მიზეზით. ეს საკითხი ხშირად საზოგადოებას მითი ან გაზვიადებული ჰგონია, მაგრამ საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თუ გვსურს გვქონდეს სუფთა გარემო, არ იყოს მეთანი და ჭვარტლი, ასევე სოფლები და ქალაქები არ იყოს სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებებით გაჯერებული, აუცილებელია მოვსპოთ ფოთლების დაწვის მავნე ჩვევა.
არსებობს ფოთლების გადამუშავების ორი ხერხი: ფოთლების ერთ ადგილას მოგროვება და ეკოლოგიური სასუქის გაკეთება. ან მიწაზე დატოვება, ის კი დალპება და თავისით წარმოქმნის ბუნებრივ სასუქს.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე