არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი კახეთში და რა დარღვევები გამოვლინდა

დაპირისპირება საარჩევბო უბნებზე, დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები, უბნებს გარეთ ფულის დარიგება, სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები, ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლების აღრიცხვა- ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, რაზედაც როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ 8 საარჩევნო ოლქში არჩევნების დღეს ყველაზე მეტი საჩივარი ლაგოდეხის ოლქში დაიწერა, ახმეტის საარჩევნო ოლქში კი ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ არის შესული.

საჩივრები დაიწერა სხვა ოლქებშიც, თუმცა როგორც knews.ge-სთან საუბრისას საოლქო კომისიის თავმჯდომარეები აცხადებენ, ისინი შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და არჩევნების არც პროცესზე და არც შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

საოლქო კომისიებში ასევე აცხადებენ, რომ მათთან საჩივრების წარდგენის ვადა ორ დღეში ამოიწურება. კახეთის 8 საარჩევნო ოლქიდან 7-ში მერობის კანდიდატი პირველივე ტურში გამოვლინდა. ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

არჩევნების მეორე ტური თელავში მერის ასარჩევად

5 საჩივარია დაწერილი თელავის მე-17 ოლქში. კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარვევებს ეხებოდა და მისი გამოსწორება მალევე მოხდა.

,,არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა თელავის ოლქში. სულ დაიწერა 5 საჩივარი, მაგრამ ისინი გავლენას ვერ მოახდენს შედეგებზე. საჩივრების წარდგენის ვადა ორ დღეში იწურება. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, თელავში შეადგინა 51%, რაც საშუალოზე ცოტა მაღალია”,- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.

მისი თქმით, თელავის ოლქი ერთდადერთია, სადაც 30 ოქტომბერს მერის ასარჩევად განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

,, 55 საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში შექმნილი 13 მაჟორიტარული ოლქიდან, ოთხში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო დანარჩენში ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნებისკანდიდატებმა მოიპოვეს.

მაჟორიტარული წესით ,,ქართული ოცნებასთელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 9 წევრი ეყოლება, ,,ნაციონალურ მოძრაობასკი 4.

წინასწარი მონაცემებით, პარტიული სიით თელავის საკრებულოში შესვლის უფლება სამმა პარტიამ მოიპოვა. ესენია ,,ქართული ოცნება”- 13 წევრით, ,,ნაციონალური მოძრაობა” 12 წევრით და პარტია ,,საქართველოსთვის” 1 წევრით.
მთლიანობაში კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველი პარტია 22 წევრით, ,,ნაციონალური მოძრაობა” 16 წევრით და პარტია ,,საქართველოსთვის” 1 წევრით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხებათ მერობის კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა:

ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა ხმების– 45, 42% მიიღო. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა ხმების– 46,75%. პარტია ,,საქართველოსთვისმერობის კანდიდატმა გიგა ორკოდაშვილმა კი ხმების 7, 83%. აღნიშნული მონაცემებით, თელავში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მმართველი პარტიის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობისმერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იყრიან კენჭს”,- განაცხადა გაიპარაშვილმა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ახმეტის ერთ და ყვარლის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში შექმნილი 10 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად დუისიწინუბნის მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

 

არჩევნების მეორე ტური ახმეტის და ყვარლის ორ მაჟორიტარულ ოლქში

მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის გაიმართება.
ცესკოს მონაცემებით, მესამე მაჟორიტარულ ოლქში სავალდებულო 40%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
ორ უბანზე მიღებული ხმების მიხედვით, დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. 40 %-იანი სავალდებულო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
ორივე უბანზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხმების 30,89% მიიღო, ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა კი ხმების 37,5 % მიიღო.

ხმების 29,86 % დააგროვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისლამ მარგოშვილმა; „პატრიოტთა ალიანსიდან“ შამილ გაურგაშვილმა 1,76 % მიიღო.

ცესკოს ინფორმაციითვე, პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, კარლო მუხაურმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის ორი კანდიდატიდან ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ალექსი ფიცხელაურმა მოიპოვა.

სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება ყვარლის მე-9 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 40% იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა ბერიაშვილმა ხმების 39, 58% მოიპოვა, პარტია გახარია ,,საქართველოსთვის” კანდიდატმა რატი ტურიაშვილმა- 33,22%, ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა დავით ჟიჟაშვილმა კი 23,67%. აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს პარტია  ,,საქართველოსთვის” კანდიდატმა რატი ტურიაშვილი და ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

როგორ გადანაწილდა ხმები სიღნაღის საკრებულოში

სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა მჭედლიშვილის ინფორმაციით, 40%-იანი სავალდებულო ბარიერი სიღნაღში სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.

მისივე თქმით, სწორედ ამ პარტიებს ეყოლებათ კანდიდატები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მანანა მჭედლიშვილის თქმითვე, სიღნაღში შექმნილი 12 მაჟორიტარული ოლქიდან წინასწარი მონაცემებით, ყველა მმართველი პარტიის წარმომადგენლმა მოიგო.

,,რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტიას 14 მანდატი ერგო, 9 ,,ნაციონალურ მოძრაობასდა 1 პარტია ,,საქართველოსთვის”. მთლიანობაში კი 26 მანდატი ექნება ,,ქართულ ოცნებას”- განუცხადა Knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.

რა დარღვევებზე გამოიკვეთა და როგორია შეფასებები

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესი შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციის ინფორმაციით, კახეთში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული და სხვა დარღვევები, რაზედაც მათ საჩივარიც დაწერეს.

,,მაგალითად: თელავის 54- უბანზე ერთერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცემით დაემუქრა საიასა და საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებლებს, რის შემდეგაც საიამ მიმართა სამართალდამცავებს მყისიერი საფრთხის აღსაკვეთად”,- ნათქვამია საია-ს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კენჭისყრის დღეთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს ,,სამართლიანი არჩევნები” ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სხვადასხვა სახის დარღვევებზეა საუბარი.

,,საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარებდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს. დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყოსამართლიანი არჩევნებისდამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი

გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა ტრანსპორტირება საარჩევნო უბნამდე. საარჩევნო უბნების ნაწილთან აღინიშნებოდა პარტიის კოორდინატორთა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრება, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან. უბნების ნაწილთან ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები. გამოვლინდა საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემის შემთხვევები. დაფიქსირდასამართლიანი არჩევნებისდამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც.

#16ყვარლის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა რამდენიმე არაუფლებამოსილი პირის გადაადგილება, რომლებიც თავიანთი მოსაზრებით ეხმარებოდნენ სხვა ამომრჩევლებს. არაერთი მითითების მუხედავად თავმჯდომარემ არ გააძევა აღნიშნული პირები უბნის ტერიტორიიდან. ასევე, კენჭისყრის ოთახში შეინიშნებოდა ნასვამი ამომრჩევლების გადაადგილება. აღნიშნულ უბანზესამართლიანი არჩევნებისდამკვირვებელს კომისიმ და დამსწრე პირებმა მტრული გარემო შეუქმნეს. #17 თელავის საარჩევნო ოლქის #5 უბნებთან შეინიშნებოდა ჯგუფთა შეკრება, რომლებიც ახორციელებდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. უმეტეს შემთხვევაში, თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები”,- განაცხადეს ორგანიზაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

ყვარლის რაიონული სამმართველოში, N10 საარჩევნო უბანთან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, N22 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურად თანამშრომლობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან“, -აცხადებენ შსს-ში.

არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აფასებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

,, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან, ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.

მათივე ცნობით, ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.