რამდენი პარტიის წარმომადგენელი შევა თელავის საკრებულოში- ინფოგრაფიკა
55 საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში შექმნილი 13 მაჟორიტარული ოლქიდან, ოთხში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო დანარჩენში ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს.
მაჟორიტარული წესით ,,ქართული ოცნებას” თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 9 წევრი ეყოლება, ,,ნაციონალურ მოძრაობას” კი 4.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, პარტიული სიით თელავის საკრებულოში შესვლის უფლება სამმა პარტიამ მოიპოვა. ესენია ,,ქართული ოცნება”- 13 წევრით, ,,ნაციონალური მოძრაობა” 12 წევრით და პარტია ,,საქართველოსთვის” 1 წევრით.
მთლიანობაში კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველი პარტია 22 წევრით, ,,ნაციონალური მოძრაობა” 16 წევრით და პარტია ,,საქართველოსთვის” 1 წევრით იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხებათ მერობის კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა:
ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა ხმების- 45, 42% მიიღო.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა ხმების- 46,75%.
პარტია ,,საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა გიგა ორკოდაშვილმა კი ხმების 7, 83%.
აღნიშნული მონაცემებით, თელავში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მმართველი პარტიის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იყრიან კენჭს.