ყვარელში საუბნო კომისიის წევრები დამკვირვებელს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ
ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საუბნო კომისიის წევრები დამკვირვებელს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ .
,,სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, მე-15 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს კომისიის წევრები ექცეოდნენ არაეთიკურად, აყენებდნენ შეურაცხყოფას და არ აძლევდნენ დამკვირვებლის უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების საშუალებას.
აღნიშნულ უბანზე დღეს საჩივარიც დაიწერა, რომელიც საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მარიამ შეყელაძეს თქმით, პროცედურულ დარღვევას ეხებოდა და მალევე აღმოიფხვრა.
ყვარელში სულ 31 საარჩევნო უბანია, დარეგისტრირებულია 28 124 ამომრჩეველი.