მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი აკვირდება
14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 30-მდე წარმომადგენელი 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს აკვირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში 301 332 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი თელავის მუნიციპალიტეტშია დარეგისტრირებული, ყველაზე ნაკლები კი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში შექმნილია 317 უბანი, საიდანაც ყველაზე მეტი თელავში, ხოლო ყველაზე ნაკლები დედოფლისწყაროშია.