მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა მიუხედავად, თელავის თეატრის დარბაზში 300 კაციანი კონცერტი იგეგმება
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, თელავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში 300 კაციანი კონცერტი იგეგმება.
კონცერტი, კორონავირუსით გარდაცვლილი, ცნობილი ქართველი მომღერლის, თემურ წიკლაურის ხსოვნას ეძღვნება. ინფორმაცია, ხალხმრავალი ღონისძიების შესახებ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სპეციალისტმა გამოაქვეყნა, რომელიც კულტურულ ღონისძიებებს კურირებს.
” სამწუხაროდ, რეგულაციების გამო, მხოლოდ 300 ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და აქედან გარკვეული რაოდენობა ჩამოსული სტუმარი იქნება, რის გამოც ბოდიშს ვუხდით დასწრების მსურველებს”- წერს სოციალურ ქსელში სპეციალისტი.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ორგანიზატორი, კულტურისა და სპორტის სამინისტროა და კონცერტი რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა გულიაშვილის განმარტებით, დარბაზი 700 კაციანია და თითოეული ადამიანი ერთმანეთისგან დაშორებით დაჯდება.
მისივე თქმით, ყველას ექნება პირბადე და ჩატარდება თერმოსკრინინგი. რეგულაციების დაცვას კი თეატრის დაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
დაგეგმილ ღონისძიებაზე, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მხოლოდ ის განმარტეს, რომ კონცერტს, მინისტრი წულუკიანი არ დაესწრება.
აღნიშნულ საკითხზე თელავში არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს: