ახალი ამბები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბესიკ ქოჩიშვილი აირჩიეს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა.

ალექსანდრე შათირიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა.

ფრაქციის თავმჯდომარედ მისი მოადგილე ბესიკ ქოჩიშვილი აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს წარმომადგენლობითი ორგანო დღეს განიხილავს.
არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიგა ორკოდაშვილმა თანამდებობა დატოვა.