ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის ჭადრაკის სახლში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები

თელავში ჭადრაკის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს მე-19 საუკუნით დათარიღებული არტეფაქტები. 2019 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილზე აღმოჩნდა უძველესი არტეფაქტები, რომელიც კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს.

სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა ძველი ქვევრები, ქვევრისა და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ასევე კედლის დემონტაჟის დროს აღმოჩნდა თაღოვანი სივრცეები და სხვა.
უწყების ინფორმაციით, ჭადრაკის სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.