თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე შათირიშვილი აირჩიეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე შათირიშვილი აირჩიეს.
შათირიშვილის კანდიდატურას საკრებულოს 23-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მანამდე ალექსანდრე შათირიშვილს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიგა ორკოდაშვილი დაკავებული პოსტიდან გადადგა.