” ქართული ოცნება” კახეთში მერობის კანდიდატების წარდგენას დახურულ რეჟიმში აგრძელებს
პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მერობის კანდიდატების წარდგენას დახურულ რეჟიმში აგრძელებს.
დღეს, პარტიულ აქტივს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გურჯაანი- სიღნაღი- დედოფლისწყარო- საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმაა წარუდგინა.
გურჯაანში პარტიამ არჩევანი, პროფესიით ექიმზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორზე, ზურაბ უტიაშვილზე შეაჩერა. მედიისთვის დღევანდელი წარდგენაც დახურული იყო.
მმართველმა პარტიამ გუშინ პარტიის წევრებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი წარუდგინა. მერობის კანდიდატი გააცნეს, ,,ქართული ოცნების” წევრებს თელავშიც.
პარტიის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად ლიეტუვაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის მეუღლე, ირაკლი ანდრიაშვილი იყრის კენჭს.
ახმეტაში “ქართული ოცნება” ბიზნესმენ ალექსანდრე ფიცხელაურის, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ, მერის ამჟამინდელი მოადგილის, მალხაზ ბეგაშვილის წარდგენას გეგმავს.
Pingback: „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში ოფიციალურად წარა