ახალი ამბები

თუშეთის გზაზე მანქანა ამოტრიალდა

ფშაველი-აბანო- ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, “მიცუბიში დელიკას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლი სხეულის დაზიანებებით სოფელ ომალოს სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.