ახალი ამბები

დღეიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი იცვლება

დღეიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი იცვლება.

სწრაფი გადახდისა და ინტერნეტ-ბანკინგის შესაბამის ველებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ახალი კომპანიები აისახება.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლები გადასახადის გადახდას “ეპ ჯორჯია მიწოდებას” ანგარიშზე შეძლებენ, ხოლო “თელასის” მომხმარებლებმა ელექტროენერგიის საფასური “თელმიკოს” ანგარიშზე უნდა გადაიხადონ.

აბონენტის ნომრებში ცვლილება არ შესულა. მომხმარებლები იგივე საიდენტიფიკაციო ნომრით ისარგებლებენ.