ახალი ამბები

მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტით ხორციელდება 2006 წლის 126 რეგულაციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. კანონპროექტი 2 ძირითად მიმართულებას ეხება: მოპედების რეგისტრაციას და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას.

„მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1 მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.