ხანძრის შედეგად შირაქის ველზე, ე.წ. ნაზარლების ტერიტორიაზე რამდენიმე ჰექტარი ხორბლის მოსავალი დაიწვა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა.
ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი თავდაპირველად ნამკალ ადგილას გაჩნდა და შემდეგ დანარჩენ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სახანძრო- სამაშველო სამსახურის 8 ეკიპაჟი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შირაქში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.