ახალი ამბები

დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხანძრის შედეგად ავტომობილი დაიწვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე ხანძრის შედეგად ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, “ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტმობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როცა მანქანა გამხმარი ბალახით იყო დატვირთული და მეპატრონე სახლში ბრუნდებოდა. მეპატრონეს თქმით, დაიწვა მანქანის ნაწილი.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფმა მგზავრებმა დროულად შეძლეს გადმოსვლა, ამიტომ მათ სხეულის დაზიანებები არ მიუღიათ.