ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 33, 38, მთიან რეგიონებში – 31, 36 გრადუსი.

მათივე ცნობით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.