ვიდეორეპორტაჟი

დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხანძრის შედეგად ნათესები დაიწვა- ვიდეო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე ძლიერი ხანძრის შედეგად მინდვრები და ნათესები დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი რამდენიმე ჰექტარზე იყო გავრცელებული. მათივე თქმით, ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომლის დახმარებითაც ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კონკრეტულად რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ხანძარმა ფერმერებს ამ დროისთვის უცნობია.

One thought on “დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხანძრის შედეგად ნათესები დაიწვა- ვიდეო

Comments are closed.