ახალი ამბებიბლოგები

კახეთი არაერთი პოეტის მუზა გამხდარა – ბლოგი

კახეთის სილამაზე, კულტურა ოდითგანვე იზიდავდა და იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. სწორედ ამიტომ პოეტების მუზა კახეთი არაერთხელ გამხდარა. ისეთი პოეტები როგორებიც არიან : აკაკი წერეთელი , ვაჟა ფშაველა , მუხრან მაჭავარიანი, გიორგი ლეონიძე, გალაქტიონ ტაბიძე , იოსებ ნონეშვილი, ტიციან ტაბიძე , მიხეილ ქვლივიძე და სხვა. 

ჯერ კიდევ ვაჟა ფშაველა წერდა კახეთზე
“მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება”

ისევე როგორც ყველა პოეტი გალაკტიონიც კარგად გადმოსცემს კახეთის მშვენებას და მისდამი სიყვარულს. სწორედ ასეთია მისი ლექსი “გახედე: კახეთი” .

გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი.
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი.
პირველ სექტემბრიდან სასარაკ, სავათა.
იქ თმაზე მეტია გნოლი და კაკაბი.
თხუთმეტი: ახალი იმედის სათავე.
სადაც კი ნისლია და ტყეა საკაფი,
თოფის ხმა, კივილი სისწრაფით მტევარი:
„დაეწი, ალზორა“, და მიჰქრის მწევარი.
ალაზნის ველი სჩანს. დილაა მზიანი.
გარშემო ბურია ღამენათევარი”.

მიხეილ ქვლივიძე კახეთს სამოთხის თვალს უწოდებს და საკუთარ ლექსში ნათლად გადმოსცემს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის კახეთი და როგორ არის მოხიბული მისი კულტურით.

,,აი, სამოთხე თვალით ხილული –
დამწიფებული მზეში თაველი
და გოლიათი ერთი მტკაველი
კავკასიონად გადაჭიმული…
კახეთი, ჩემი ოცნების მხარე!..
შეღამებამდე ვენახის კრეფა,
შეღამებისას ნამგალა მთვარე
და ორღობეში ძაღლების ყეფა.
მერე – ღამეთა გრძელი ზღაპარი
და გახვეული ნისლში ჭალები.
სუფრა, მასპინძლის ეშხით გამთბარი,
გასათხოვარის შავი თვალები…
მოძმესთან მუდამ ტკბილი დამხვედრი,
მტერთან – მარადის დაუნდობელი,
კახეთი, ჩემი დიდი კახეთი,
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი”.

არც კახეთის ღამის სილამაზე გამორჩენიათ პოეტებს და მუხრან მაჭავარიანმაც ლექსი სწორედ, რომ კახეთის მშვენიერ ღამეს მიუძღვნა.

,,კახეთის ღამე
მზემ მოხუც მთვარეს დაუთმო სკამი,
ისე, როგორც ეს მიწაზე ხდება…
კახეთი ჯერ არ მენახა ღამით,
კახეთის ღამის მსმენოდა ქება.
როგორც ჩარგალთან,
როგორც სხვიტორთან
„მთვარე მეფურად,
მძლავრად ვიდოდა“;
ქერა დიაცი
უმზერდა ზეცას
ჭავჭავაძიანთ
ასულთ ნამზერსა”.

მარიამ ოქროცვარიძე

ფოტო: გიორგი ჩეკურიშვილი