როგორ გამოიყურება სამთო ქოხები, რომელიც თუშეთში ეწყობა
თუშეთის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკებისა და სამთო ქოხების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე მოწყობილია მთის ქოხი ქვახიდი, რომელიც არის თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
გარდა თუშეთისა, საფეხმავლო ბილიკებისა და სამთო ქოხების მოწყობა მიმდინარეობს ყაზბეგსა და ფშავ-ხევსურეთში.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე განხორციელდა 204 კმ საფეხმავლო ბილიკის გაჭრა და რეაბილიტაცია. საფეხმავლო ბილიკის ქსელი ერთმანეთთან დააკავშირებს ყაზბეგის და არაგვის დაცულ ლანდშაფტს, ასევე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს.
სამუშაოები 2025 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 27 103 742 ლარს შეადგენს.