სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 30 აპრილს კახეთის რეგიონში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელივანი პრობლემები შეიქმნა. ზარალი მიადგა სასოფლო სამეურნეო სავარგულებს. გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.
უწყებაში განმარტავენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.
სტიქიის შედეგად სოფელ კაჭრეთში 201 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დღეის მდგომარეობით 85 საცხოვრებელი სახლია გადახურული, მაისის ბოლომდე კი 201 სახლის გადახურვის სამუშაოები დასრულდება.