ახალი ამბები

,,თელავის ღვინის მარნის” ღვინოებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მიიღო

,,თელავის ღვინის მარნის” ღვინოებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე International Wine & Spirits Competition (IWSC) 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ წარდგენილი 7 დასახელებიდან, თითოეულმა ღვინომ განსაკუთრებული შეფასება მიიღო. აქედან სატრაპეზო 10 ქვევრი და სატრაპეზო მწვანე კი უმაღლესი ჯილდოების მფლობელები გახდნენ.

მათივე იმფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა ამ კონკურსმა, უკვე 50 წელზე მეტია რაც თავი დაიმკვიდრა, როგორც მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციამ, თავისი პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურით და მკაცრი, თუმცა ობიექტური შეფასების კრიტერიუმებით.

კომპანიის ინფორმაციით, ,,თელავის ღვინის მარნის” ამგვარი აღიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის რეპუტაციის განმტკიცებას და მისი როგორც ხარისხის ეტალონის დამკვიდრებას.