ახალი ამბები

გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი

უწყებათშორისმა საბჭომ “კომენდანტის საათის” მოქმედების ხანგრძლივობა რამდენიმე დღის წინ შეამცირა. კერძოდ, ამ დროისთვის მოქალაქეებს გადაადგილება 23:00- 05:00 საათამდე აქვთ შეზღუდული.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, კომენდანტის საათის მოხსნა კვლავ ეპიდ ვითარებაზეა დამოკიდებული .
„ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ვაწესებთ, არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდვითარებას. შესაბამისად, თუ იქნება საშუალება, რომ კიდევ უფრო შემსუბუქდეს შეზღუდვები, ეს მოხდება. მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდა, შეიძლება, მთავრობამ დამატებითი რეგულაცია შემოიღოს”, – განაცხადა ღიბრაძემ.