რესტორნები სტუმრების დახურულ სივრცეში მიღებას შაბათ-კვირასაც შეძლებენ
1 ივნისიდან რესტორნებს დახურულ სივრცეში სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ.
გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო.
„გასულ კვირას გადავწყვიტეთ, რომ შეგვემსუბუქებინა რესტორნებთან მიმართებით მოქმედი შეზღუდვა. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მიიღონ სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებისთვის შეზღუდვა 1 ივნისიდან სრულად მოიხსნება“- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ