ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში ავარიის შედეგად მოზარდი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ავარიის შედეგად მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გალავანს დაეჯახა.

დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.