,,ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია”
ყაყაჩოს 100-მდე სახეობა არსებობს და ის უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში კი მისი 13 სახეობა გვხვდება. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი ზეთს შეიცავს. მას იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და კულინარიაში. საქართველოში გავრცელებული ყაყაჩოს სახეობებიდან უმეტესობა დეკორატიულია.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური