ახალი ამბები

ნიკა მელიამ თელავში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, თელავში პარტიის აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლას ეხებოდა. შეხვედრა პარტიის თელავის ოფისში გაიმართა.

ნიკა მელიას თქმით, ჩაერთვება თუ არა პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჯერჯერობით უცნობია, ეს საკითხი, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით რეგიონებში შეხვედრებს დაასრულებს.

,,ეს არის კამპანია, რომელიც დავიწყეთ თელავიდან და არ დასრულდება მანამდე, სან ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება, ამის პირობას ვდებ.
დაბაში, მთაში, ბაღში, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა სოფელში, ყველგან მინდა შესვლა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არის საფრთხე, ეროვნული უსაფრთხოებისათვის, სოციალური უსაფრთხოებისათვის, ამასთან შეგუება არ შეიძლება.
გვჯერა საკუთარი თავის, გვჯერა საკუთარი სიმართლის. ციხემ შეგვიშალა ხელი? გაცილებით ძლიერად ვგრძნობ ახლა თავს”,
-განაცხადა ნიკა მელიამ.

ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თანაგუნდელებთან ერთად თელავში, პარტიის ოფისში ადგილობრივ აქტივს და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს შეხვდა.