სოფელ დუისში ხანძრის შედეგად სასურსათო მაღაზია დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხანძრის შედეგად სასურსათო მაღაზია დაიწვა.
ხანძრის შედეგად, ქავთარაშვილების კუთვნილი სასურსათო მაღაზიის ნაწილი დაიწვა.
მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
რა გახდა, სავაჭრო ობიექტის დაწვის რეალური მიზეზი, გამოძიება დაადგენს.