თელავში ისტორიული ძეგლი ევროპის დროში ფერებში გაანათეს- ფოტოები
თელავში ისტორიული ძეგლი ევროპის დროში ფერებში გაანათეს.
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. მისი განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. დღეისათვის ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა 12 ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.