კახეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
74 წლის მამაკაცი, რომელსაც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ წუხელ გარდაიცვალა. ასევე საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გარდაიცვალა ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული ქალი.
ექიმების განმარტებით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისთანავე, რთული იყო. კახეთში სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ- 19-ით, 128 ადამიანი გარდაიცვალა.
10 მაისის დილისაათვის რეგიონში კორონა ვირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების 10 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს. მთლიანად რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14000- ს აღწევს. კორონავირუსი კახეთში 12 667-მა მოქალაქემ დაამარცხა.