საგარეჯოში სტიქიის შედეგად გზები ჩაიხერგა- ფოტოები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბადიაურში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში ქარიშხალმა და უხვმა ნალექმა ტანმაღალი ხეების მტვრევა გამოიწვია და ცენტრალური გზები ჩახერგა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ადგილზე გამოცხადდა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი მერის წარმომადგენლებთან ერთად და გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო.
ჩახერგილი მონაკვეთები გამოთავისუფლებულია და ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია.