სტიქიამ ახმეტის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა
სტიქიამ ახმეტის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა.
ძლიერმა სეტყვამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ვენახები და მარცვლეული კულტურა დააზიანა.
დაისეტყვა ახმეტის მუნიციპლიტეტის ოთხი სოფელი, არგოხი, მაღრაანი, ფიჩხოვანი და მატანი.
ადგილობრივების ინფორმაციით უამინდობა 20 წუთი გრძელდებოდა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხდა.
უხვი ნალექის გამო, დაზიანებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის შიდა საუბნო გზები.
კიდევ რა ზიანი მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტებს, ამ წუთებში ზუსტდება.
ფოტო: სოფიკო მარუქაშვილი