სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები დააზარალა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გურჯაანის რამდენიმე სოფელში. წვიმამ მთიდან ქვა – ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა. შედეგად არავინ დაშავებულა.
ქარიშხალმა ასევე ნარგავები და ვენახი დააზიანა.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკით ჩახერგილი გზის მონაკვეთების გაწმენდვითი სამუშაოები მიმიდნარეობს.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მათი თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მალე სრულად აღდგება მოძრაობა.
,,სტიქიის გამო ხრეშია ჩამოტანილი გზებზე. სანიაღვრეები სადსც ამოივსო, იმ უბნებიდან გზებზე გადმოვიდა წყალი. ორგან ხეა მოტეხილი.
საგზაო და მუნიციპალური სერვისის ტექნიკა გასულია და გზების გაწმენდას იწყებენ”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.