თელავში დაკარგული 22 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
თელავში დაკარგული 22 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მას, ქალაქგარეთ, ხეზე ჩამოკიდებულს მიაგნეს.
გარდაცვლილის ძმა ვარაუდობს, რომ ახალგაზრდამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დამატებით დეტალებზე, ოჯახის წევრები ჯერჯერობით არ საუბრობენ.
შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებენ.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ რაზიკაშვილის ოჯახი, 3 მაისის საღამოდან ეძებდა.