კახეთში ყველაზე მეტად გავრცელებული ხუთი ძირითადი ვაზის ჯიში – ბლოგი
კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო – ვაზის სამშობლოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია. კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო არ ჩამოუვარდება ცნობილ საფირმო ღვინოებს. დღეს კი ღვინის თანამედროვე წარმოებაში 5 ძირითადი ყურძნის ჯიში გამოიყენება.
მწვანე კახური
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხიან ღვინოს. მას სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო.
კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ ღვინოს იძლევა. აღსანიშნავია, რომ დაძველებისას იგი მთლიანად შლის ჯიშისათვის დამახასიათებელ თაიგულს და მასში მკაფიოდ იგრძნობა ხილის არომატი.
რქაწითელი
რქაწითელის ჯიშის ყურძენი კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის და საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
მისი წვენი ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებიდან თითქმის დამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიან-მჟავიანობის სასურველ შეფარდებას.
ხიხვი
ხიხვი სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე მწიფდება. ამ ყურძნისგან მზადდება კლასიკური ტიპის ღვინო. ხასითდება ეგზოტკური მცენარეული, კერძოდ კი მინდვრის ყვავილების სურნელით.
ქისი
აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე წლის წინ ჯიშს გადაშენება ემუქრებოდა ,ხოლო ამჟამინდელი მდგომარეობით იგი იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყურძნის ჯიშად.
საფერავი.
საფერავი კახეთში საუკეთესო შედეგს იძლევა. გამოიყენება მშრალი, ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. ყურძნის ამ სახეობისგან შეიძლება დამზადდეს ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტენიანი ღვინო.