კახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1074-მა პირმა გაიკეთა
კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში, 6 მაისის მონაცემებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1074-მა პირმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ,,ასტრაზენეკას” ვაქცინით გურჯაანში 30 პირი აიცრა, ,,სინოფარმით” სიღნაღში, თელავსა და დედოფლისწყაროში 119 პირი. სულ 6 მაისს აიცრა 149პირი.
მისივე თქმით, მთლიანად კახეთში დღემდე აცრილია 1074 პირი.