7 მაისიდან კახეთში ამინდი გაუარესდება
7 მაისიდან 9 მაისამდე კახეთში უამინდობაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, რეგიონში ნავარაუდევია კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი.
სიღნაღში ტემპერატურა 11 ° დაეცემა, ხოლო დღის საათებში ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 27 ° მიაღწევს. თელავში ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 21 °, ხოლო ღამის საათებში 11 ° გრადუსი იქნება.
საგარეჯოში ღამით 6 °, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა 21° გაიზრდება, ლაგოდეხში ჰაერი მაქსიმუმ 20 ° გათბება, ხოლო ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია 6° -მდე.
გურჯაანში სინოპტიკოსები ტემპერატურის ვარდნას 13 ° გრადუსამდე ვარაუდობენ, ხოლო დღის საათებში ტეპერატურა 27 ° – მდე გაიზრდება.
კახეთში ჰაერი მაქსიმუმ 27°- მდე გათბება, ხოლო ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია 6 °- მდე.