მოპედით გადაადგილებისთვის მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ
მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილელები პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო.
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოპედების გადაადგილების კონტროლი არ ხდება სათვალთვალო კამერებით და მათ ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. პირველ რიგში, ახლა მოხდება მოპედების დარეგისტრირება, ხოლო შემდეგ კუბატურის მიხედვით მართვის მოწმობები ექნებათ ასაღები”,- განაცხადა გომელაურმა.