სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან
სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა.
,,სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 519 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით 727 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებები დაფიქსირდა ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მონაცემებით, გაცემულია 17 881 პოლისი, დაზღვეულია 18 178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია”,- განაცხადეს სოფლის განვითარების სააგენტოში.