2020 წელთან შედარებით ზეთი 40%-ით გაძვირდა, შაქარი – 12%-ით, პურ-პროდუქტები კი – 6%-ით
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აპრილში წლიური ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა.
აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მკვეთრად – 40.2%-ით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 12.3%-ით კი ტკბილეულის, პურისა და პურ-პროდუქტების ფასი წლიურ ჭრილში 6.4%-ით არის გაზრდილი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1 %), თევზეული (9.4 %), პური და პურპროდუქტები (6.4 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 %), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6 %). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2 %), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2 %); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.1 პროცენტიანი მატება.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1 %), საცხოვრებლის მიმდინარე ტერიტორიის მოვლა და შეკეთება (7.0 %), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 %); ფასები გაიზარდა ასევე სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1 %) ქვეჯგუფებზე. აპრილის მსგავსად, მარტშიც წლიური ინფლაცია 7.2%-ზე იყო.