ლოპოტაზე ახალი ობიექტები აშენდება
„ლოპოტა სპა რეზორტს“ წელს რამდენიმე ახალი ობიექტი შეემატება, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ივნისის ბოლოსთვის კომპლექსს რიგით მე-15 სასტუმრო კორპუსი შეემატება. ეს იქნება ტბის პირას განთავსებული პრემიუმ-კლასის 51-ნომრიანი სასტუმრო.
მათივე თქმით, გარდა ამისა, მიმდინარე წელს აშენდება რესტორანი თავისი ღია და დახურული სივრცეებით. ივნისში იგეგმება ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე კალათბურთის მოედნის გახსნა, ხოლო წლის ბოლომდე რეზორტს ასევე შეემატება სამი კორტი – ერთი დახურული და ორი ღია კორტი თავისი სპორტდარბაზით და ყველანაირი აღჭურვილობით, რაც აუცილებელია სპორტული ღონისძიებებისთვის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები მიმდინარე წელს დასრულდება.