სოფელ კალაურში 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში თოფით აქვს მიყენებული. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა რა შეიძლებოდა გამხდარიყო სუიციდის მიზეზი, თანასოფლელებს საუბარი უჭირთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.