ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლაგოდეხში ჩამოასვენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნიდან იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მაიორმა მერაბ ბარბაქაძემ თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი იარაღით მოიკლა თავი.

ოჯახის წევრები და ნათესავები გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ.

ახლობლები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა და მანამდე, ნერვიულობაც არ შეუმჩნევიათ.

მათი ინფორმაციით, სამსახურში წასვლის წინ ბარბაქაძეს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, შემდეგ ის სახლიდან გავიდა და იარაღი თავში ისროლა. მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

არსებული ინფორმაციით, ბარბაქაძეს ოფიცრის წოდება ჰქონდა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო.

გარდაცვლილი მამაკაცი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელ ბაისუბანშია გადასვენებული.
მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.