ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ერთ- ერთი პირი, მურმან მესხია, საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანეს.

სენაკელი მამაკაცის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თვალის დაზიანების გამო გახდა აუცილებელი.

დაჭრილს მომხდარი ფაქტის მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს.

ხუთი თვეა აქ ვმუშაობ. რა მოხდა, არ ვიცი. მანაქანაში ვისხედით, მოვარდა ვიღაც და გვესროლა. მეტი არაფერი მახსოვს”- განაცხადა მესხიამ.

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, მესხიას თვალის ოპერაცია ესაჭიროება, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი თბილისში გადაყვანა.

მისი თქმით, ორი დაჭრილი პირის ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს და მათი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, მკვლელობა და დაჭრა სოფელ ჩუმლაყში გამთენიისას მოხდა.

გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი მამაკაცი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.