ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრება იგეგმება
ბოლო მონაცემებით ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა უკანასკნელ ხუთ დღეში მცირედი მატების ტენდენცია ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეს განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ დღეს იმსჯელა რეგულაციების დაცვის აღსრულების მკაცრ კონტროლზე. როგორიცაა დისტანციიის დაცვა, შეკრებები, პირბადის ტარებას და ა.შ.
„პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს კონტროლი დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ჯანდაცვის სექტორი დღეში 1000-მდე შემთხვევას გაუძლებს, თუმცა არ გვინდა, რომ სიტუაცია გაუარესდეს.
ამის პრევენციის გზა არის პირბადის ტარების მაჩვენებლის გაუმჯობესება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი სანიტარიზაცია და დიდი თავშეყრების თავიდან აცილება. ამას ემატება ვაქცინაციის გააქტიურება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუკი მარტი-აპრილის თვეებს დღეს არსებული სტატისტიკით გავივლით, მესამე ტალღა არ იქნება, თუმცა თუ გვექნება ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, რეგულაციების გამკაცრება საჭირო გახდება.
გამყრელიძე ხალხს მოუწოდებს ვაქცინაციისაკენ, რათა ბევრად მალე დასატბილურდეს მდგომარეობა. მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრაგიკული ფაქტი, ძალიან მძიმეა. თუმცა ცივი გონებით უნდა ითქვას, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, სხვა შემთხვევაში ვირუსს ვერ დავამარცხებთ. საჭიროა მასობრივი აცრა.