ქალაქ ბიბერახისგან თელავს ჰუმანიტარული დახმარება გაედაეცა
თელავმა დამეგობრებული ქალაქ ბიბერახისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. მათ შორის, სარეაბილიტაციო საწოლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს გადაეცა.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში საწოლები, მაგიდები, სკამები და სათამაშოები გადანაწილდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ასევე პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს” აუდიტორიებში განსათავსებლად შესაბამისი ინვენტარი, სახანძრო-სამაშველო სამსახურს კი პირველადი დახმარების ნაკრებები გადაეცა.
,,თელავს და ბიბერახს 30 წელზე მეტია მეგობრობა და მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს ერთმანეთთან. ამის კიდევ ერთი დასტურია გერმანელი ხალხის კეთილი ნება, რომ აღნიშნული დამხმარება მიგვეღო. ინვენტარი, სათამაშოები, სარეაბილიტაციო საწოლები უკვე გადანაწილდა შესაბამის დაწესებულებებში”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.