NDI – გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად
ამასთან, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად.
რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერების პოზიციას, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, მათი 3% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ხოლო 66% ცუდად.
იმ მოქალაქეებიდან კი, რომელთაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39%-მა თქვა, რომ პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს.
კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ფიქრობს, რომ პარლამენტმა ყურადღება ეკონომიკაზე უნდა გაამახვილოს, 34% ასეთ საკითხად ჯანდაცვას ასახელებს, 22% კი განათლებას.
გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას, რასაც პარტია ეტყვის. განსხვავებულად ფიქრობს, გამოკითხულთა 14%-ი.
ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.